среда, 17 января 2018 г.

ფიფქია და შვიდი ჯუჯა


"- სარკევ, სარკევ, ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი?
– ფიფქია – ფიფქისფერი, მეგობრად რომ ჰყავთ ჯუჯებს, თოვლივით თეთრი, სისხლივით ლოყაწითელი და გიშერივით შავთმიანი გოგონა... "
ასე დაიწყო საოცარი ზღაპარი სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში  პედაგოგ ნანა ლოლაშვილის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძმები გრიმების ზღაპარი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ინგლისურ ენაზე, იმოგზაურეს სხვადასხვა ქვეყნებში,  გააცოცხლეს   ლამაზი და კეთილი ფიფქია, ბოროტი და სასტიკი დედინაცვალი, მხიარული და სასაცილო ჯუჯები, მამაცი უფლისწული,  ჯადოსნური სარკე...
დიდი მადლობა ნანა მასწავლებელსა და მის საოცრად ნიჭიერ ბავშვებს კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიებისათვის.






























0 коммент.:

Отправить комментарий