სკოლის მისია
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა ორენოვანია, მრავალეთნიკური შემადგენლობის. სკოლის ძირითადი მისიაა არაქართველ მოსწავლეთათვის სახელმწიფო ენის საფუძვლიანი შესწავლა და საქართველოს ნამდვილ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, რადგან საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულს (სახელმწიფო ენას).ჩვენი მიზანია:
1. ეფექტური სკოლის ჩამოყალიბება, ამისთვის მთავარია ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტების შესაბამისად მუშაობა, უსაფრთხო გარემოს და საჭირო რესურსების შექმნა.
2. მოსწავლეზე ორიენტირებული განვითარებისა და სწავლა სწავლების უწყვეტი პროცესის ხელშეწყობა და ამ პროცესის საფუძველზე მიღწეული შდეგი.
3. მოზარდის სწორ გონებრივ და ფიზიკურ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაზე ფიქრი და ზრუნვა.
4. პედაგოგთა პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა.
5. სასკოლო ცხოვრებაში თემისა და საზოგადოების ჩართულობაზე ზრუნვა.
6. სკოლის ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობა.
0 коммент.:
Отправить комментарий