четверг, 16 апреля 2015 г.

განახლებული სააქტო დარბაზი და სიყვარულის დღე

15 აპრილს ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა განახლებული სააქტო დარბაზი, რომელიც შეკეთდა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებელთა საერთო ძალისხმევით. მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სააქტო დარბაზის " გაცოცხლებაში". გახსნაზე მათ გადაეცათ მადლობის ბარათები და სიგელები სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის. სკოლას მდიდარი შემოქმედებითი წარსული აქვს და დარბაზის უქონლობა ბევრ პრობლემებს უქმნიდა მოსწავლეებს. დღეიდან მათ კვლავ შეეძლებათ სასკოლო ღონისძიებებისათვის მათ მიერვე აღდგენილი დარბაზის გამოყენება.  დარბაზის გახსნა სიმბოლურად საიყვარულის დღეს დაამთხვიეს და მხიარულად გაატარეს გუშინდელი დღე მოსწავლე-მასწავლებლებმა.
 წარმატებები სკოლასა და მის მოსწავლეებს!