среда, 5 апреля 2017 г.

პროექტი - დინოზავრები

საინტერესო შეხვედრა III კლასში ( პედაგოგი ხოსროშვილი) დასაწყისში ნანა მასწავლებელმა გვაჩვენა, თუ როგორ მოხდა კენჭისყრით საკითხების არჩევა. პროექტის მთავარი იდეა იყო დინოზავრების შესახებ მასალების მოძიება. მოსწავლეებს ბევრი ემუშავათ, მოძიებული ჰქონდათ საინტერესო ინფორმაცია, როდის ცხოვრობდნენ, როგორი ქვეწარმავლები იყვნენ, რით იკვებებოდნენ. შეექმნათ ლამაზად გაფორმებული თვალსაჩინოებები, რომელიც ნახატებით გაეფორმებინათ და მოახდინეს პრეზენტაცია. მასალები მოძიებული ჰქონდათ ინტერნეტში, ენციკლოპედიებში, წიგნებში.ბოლოს დაალაგეს კლასების მიხედვით. აქტიურად ჩაერთვნენ დამსწრე პედაგოგებიც, სვამდნენ შეკითხვებს. მადლობა ბავშვებს და მათ მასწავლებელს ასეთი საინტერესო პროექტისთვის.