მასწავლებლები



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და კომპანია „მაიკროსოფტ საქართველომ“ მასწავლებლები დააჯილდოვეს. კონკურსში საქართველოს „ფორუმი პარტნიორები განათლებაში 2013“ სულ 3 გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა და თითოეულ მათგანს ორგანიზატორებისგან სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

კონკურსის ფარგლებში მასწავლებლებმა სხვადასხვა სასკოლო საგნებზე შექმნილი ელექტრონული სასწავლო პროექტები წარმოადგინეს. ნამუშევრები ატვირთული იყო მაიკროსოფტის პორტალზე.

საუკეთესო პროექტები კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების დეპარტამენტის ექსპერტებმა გამოავლინეს. პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები კონკურსის მეორე ეტაპზე გასული 24 ნამუშევრიდან დასახელდნენ.


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ინტელთან, მაიკროსოფტ საქართველოსთან და Innovative Systems Management-თან ერთად კიდევ ორ ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა, ესენია:

ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება
1:1 ელექტრონული სწავლება ბუკით (1-3 კლასები)

კონკურსის მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა. ასევე მასწავლებლების მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება.

კონკურსის პარტნიორებია რიან აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი და ბრიტანეთის საბჭო საქართველოში. კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
ამ კონკურსში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი რუსუდან გონაშვილი. მას კონკურსზე წარდგენილი ჰქონდა ორი პროექტი: " დედოფლისწყარო" და " ჩემს კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები". გვეამაყება, რომ ის 600 მასწავლებლიდან ჯერ საუკეთესო 24 ფინალისტში მოხვდა, ხოლო შემდეგ ჟიურის რჩეულიც გახდა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. გაიმარჯვა აგრეთვე ლაიქ ნომინაციაში: "სახელმწიფო ენა".
ვულოცავთ ჩვენის სკოლის აქტიურ პედაგოგს ორმაგ გამარჯვებას და მომავალშიც უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ!





თბილისის მასწავლებლის სახლში მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში" გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. საზეიმო ცერემონიალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

კონკურსი მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადდა. შემოსული 500-ზე მეტი განაცხადიდან 208 საუკეთესო თემა შეირჩა. პირველ და მეორე ეტაპზე, რეგიონულ კონფერენციებში, მონაწილეობას იღებდნენ ის პედაგოგები, რომელთა ნაშრომმა საკონკურსო კომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო. კონფერენციის გამარჯვებული 50 მასწავლებელი კი ფარული კენჭისყრის შედეგად თავად კოლეგებმა გამოავლინეს.

მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია, რომელიც მიზანმიმართულია სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენასა და გაზიარებაზე, წელს უკვე მეორედ გაიმართა.
 გამარჯვებულებში ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი რუსუდან გონაშვილიც იყო. ვულოცავთ მას კიდევ ერთ წარმატებას!




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გახსნეს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციტივით და ინტელის, მაიკროსოფტის, იუ-ჯი-თისა და ეისერის მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანია ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობა/გაზიარება მასწავლებლების, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

კონფერენციაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

• საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში;

• საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციები და განპირობებული ცვლილებები;

• საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზები.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით. მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებაც წარმატებით შეიძლება საგანმანათლებლო პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია თუ რა საჭიროებები არსებობს საკლასო ოთახში და როგორ შეიძლება მათ გადასაჭრელად ტექნოლოგიების გამოყენება.

ამ კონფერენციაზე ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი რუსუდან გონაშვილი დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო მომხსენებელი. ვულოცავთ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!



მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ


0 коммент.:

Отправить комментарий