понедельник, 8 мая 2017 г.

ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას

20 მარტს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაშის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ზონალური ეტაპი. ნახევარფინალის საგზურებისთვის ერთმანეთს შეხვდნენ ხორნაბუჯისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის გუნდები. ზონალური ტურის სამი რაუნდის შედეგების მიხედვით ნახევარფინალში გადავიდა სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის გუნდი ,,ხორნაბუჯი“ (ხელმძღვანელი ბერი ეგნატე (ლობჟანიძე), რომელმაც დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 16:12, ხოლო სოფელ ნინოწმინდის გუნდი ,,ჯვარი ვაზისა“ გადავიდა სანუგეშო ეტაპზე და კიდევ შეუძლია სცადოს ნახევარფინალში მოხვედრა.
 ვულოცავთ სოფელ ხორნაბუჯის გუნდს და მის გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ, წარმატებით გამოსულიყოს ფინალურ ტურში.





0 коммент.:

Отправить комментарий