воскресенье, 5 июня 2016 г.

ჩვენი დიდი ტკივილი

დაუნდობელია სიკვდილი....არ იცის დიდი და პატარა....წავიდა ჩვენგან და წაიღო ბავშვების სიყვარული და კოლეგების ცრემლი... დონარი....ყოველთვის მშვიდი, დაბალი ხმით, აჩქარებული ნაბიჯით...მუდამ მოძრაობაში, ყოველთვის იცოდა, როგორ გამოსულიყო მდგომარეობიდან, ვერ შეძლო მხოლოდ სიკვდილთან გამაჯვება, სიცოცხლე უნდოდა, მაგრამ ვერ აჯობა სიკვდილს, წაიღო დარდი ერთადერთი შვილის... ჩვენ გპირდებით, არ მოვაკლებთ სითბოს და სიყვარულს შენს მარიამს, მაგრამ ვერ შეგცვლით, შევეცდებით, გადავატანინოთ დედის გარეშე ცხოვრება.... დიდი ტკივილი და ცრემლით სავსე თვალები დაგვიტოვე...ნათელში იყოს შენი სული......


1 коммент.:

  1. უფალმა ნათელი სასუფეველი დაუმკვიდროს, ძალიან მეტკინა გული

    ОтветитьУдалить