"აი, გავიდა ეს წელიწადიც
და ამჯერადაც დავრჩით უცვლელნი,
კვლავ იმას ვიცავთ, რასაც ვიცავდით,
კვლავ თავგზას გვიბნევს სუფთა ფურცელი.
ჩვენი ბრალია ეს ნაოჭები
თქვენ რომ გასხედან მაგ ლამაზ შუბლზე.
ჩვენ ახლა თქვენს წინ ვდგავართ, ძვირფასნო,
და სიყვარულით თქვენს თვალებს ვუმზერთ.
აწმყო, წარსული და მომავალი
აწმყო, წარსული და მომავალი
დამდგარა ჩვენი ფიქრების ზღურბლზე.
ძალიან მშვიდ და იდუმალ დილას,
ძალიან მშვიდ და იდუმალ დილას,
გაღვიძებია ატმის მკლავებზე.
თავში ტრიალებს ათასი კითხვა
თავში ტრიალებს ათასი კითხვა
და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
აქ გვირბენია, გვითამაშია,
აქ გვირბენია, გვითამაშია,
იქნება ასე... 12 წელი,
12 ... იქნებ ძლიერ ცოტაა,
12 ... იქნებ ძლიერ ცოტაა,
ან არის, იქნებ , ძალიან ბევრი..."
კიდევ ერთი გამოშვება... კიდევ ერთი დაფრთიანებული კლასი... კიდევ ერთხელ გამოთქმული მადლიერებისა და სიყვარულის სიტყვები... უსაყვარლესი და ულამაზესი ბავშვები... ოცნებები... სურვილები... იმედები... კიდევ ერთხელ თვალშევლებული ბავშვობა და სკოლის კედლებში გატარებული 12 ცრემლიან-სიხარულიანი წლის გახსენება... ასეთი იყო ჩვენი სკოლის 2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულების ბოლო ზარი(პედაგოგი-რუსუდან გონაშვილი)
0 коммент.:
Отправить комментарий