понедельник, 8 мая 2017 г.

სიყვარული აგვამაღლებს

სიყვარული კაცობრიობას ბავშვობის სიზმრებიდან მოსდევს. ადამიანი ცოცხალია მანამ, სანამ ბედნიერებას და სიყვარულს ეძებს. სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადი - როგორც მინა. სწორედ ამის გამო შეიკრიბნენ X კლასელები დარბაზში, რომელიც ლამაზად გაეფორმებინათ კლასის დასმრიგებელ ნანა ყაჭაშვილთან ერთად. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლექსის თქმაში და სიმღერაში. მათ კარგად ჰქონდათ გათავისებული, რომ მხოლოდ სიყვარული რჩება სამარადჟამოდ, როგორც ბალახის ლორთქო ფესვები ამოგლეჯენ ქვიან ბალავერს, ასე ამოგიზგიზდება - ხოლმე ეს უკვდავი გრძნობა ადამიანის გულის სიღრმიდან და ათქმევინებს :
,,მე მიყვარს!.. მე ბედნიერი ვარ!.. "

0 коммент.:

Отправить комментарий