вторник, 7 марта 2017 г.

გილოცავ, დედიკო!

გაზაფხული! სიცოცხლე და სილამაზე! დედა! ყველაზე ძვირფასი სიტყვა ამქვეყნად! აი, სწორედ დედის დღეს მიუძღვნა პატარა ღონისძიება Vბ კლასის დამრიგებელმა თამარ ფიროსმანაშვილმა. თბილი და საფერებელი სიტყვები უთხრეს პატარებმა დედიკოებს, ბოლოს გადასცეს სიგელები - ,,ყველაზე ლამაზი დედიკო". სიხარულით თვალცრემლიანი დედიკოები ემოციებს ვერ ფარავდნენ. ბიჭებმა არც თანაკლასელი გოგონები დაივიწყეს, სამახსოვრო სუვენირები გადასცეს და მიულოცეს ქალთა დღე.














0 коммент.:

Отправить комментарий