вторник, 7 марта 2017 г.

გილოცავ, დედიკო!

გაზაფხული! სიცოცხლე და სილამაზე! დედა! ყველაზე ძვირფასი სიტყვა ამქვეყნად! აი, სწორედ დედის დღეს მიუძღვნა პატარა ღონისძიება Vბ კლასის დამრიგებელმა თამარ ფიროსმანაშვილმა. თბილი და საფერებელი სიტყვები უთხრეს პატარებმა დედიკოებს, ბოლოს გადასცეს სიგელები - ,,ყველაზე ლამაზი დედიკო". სიხარულით თვალცრემლიანი დედიკოები ემოციებს ვერ ფარავდნენ. ბიჭებმა არც თანაკლასელი გოგონები დაივიწყეს, სამახსოვრო სუვენირები გადასცეს და მიულოცეს ქალთა დღე.














четверг, 2 марта 2017 г.

ვიზრუნოთ ბავშვების განვითარებაზე

 ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა რუსუდან გონაშვილმა VIა კლასში ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი , რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები. გაკვეთილი ხალისით დაიწყო, ბავშვებმა საკვანძო სიტყვების დახმარებით შეადგინეს  თხზულება, დაასათაურეს და  წარმოადგინეს ნამუშევრები. გაკვეთილის თემა იყო გ. დოჩანაშვილის ,, ყველაზე კარგი პაპა". რ. გონაშვილს გამოყენებული ჰქონდა  უამრავი საინტერესო რესურსი, გაკვეთილი ემსახურებოდა მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, კითხვისა და გაგების უნარების განვითარებას, გამომეტყველებითი კითხვისთვის ჩვევების დაუფლებას. საკმაოდ საინტერესოდ იყო წარმოდგენილი გ. დოჩანაშვილის ბიოგარფია. ბავშვებმა იმუშავეს ჯგუფებში, ახსნეს და ისწავლეს ახალი ლექსიკური ერთეულები.