ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებით გააცილეს მეოთხე კლასის მოსწავლეები. მასწავლებლის მიერ ( პედაგოგი ირმა გარსენიშვილი) ორგანიზებულ ღონისძიებაში პატარებმა საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმოაჩინეს თავი, საკუთარი შესაძლებლობები და უნარები.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოთქვეს ცნობილი ავტორების ლექსები, პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები, შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები.
მოსწავლეებს გზა დაულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა სკოლის დირექტორმა.