четверг, 21 апреля 2016 г.

"მამული, ენა , სარწმუნოება"


ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „მამული, ენა, სარწმუნოება“.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლელა ჯავაშვილი








ქართული ენის კვირეული ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში

გრძელდება ენის კვირეული ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში. დღეს V კლასის მოსწავლეებმა ( კლასის დამრიგებელი რუსუდან გონაშვილი ) ლამაზი დღე აჩუქეს მასწავლებლებს, მშობლებსა და სტუმრებს. ბავშვებს მშვენივრად ჰქონდათ გათავისებული ენის სიწმინდის მნიშვნელობა, მხატვრულად კითხულობდნენ ვაჟას , ილიას, აკაკის გამონათქვამებს, შეასრულეს სიმღერები ქართულ ენაზე და საქართველოზე. 











четверг, 14 апреля 2016 г.

დედაენის დღე ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში

1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება. დღეს დილიდან განსაკუთრებული ხალისი იგრძნობოდა ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა რუსუდან გონაშვილის ხელმძღვანელობით. დაიწყო დედაენის კვირეული, გამოიფინა მოსწავლეთა თვალით დანახული ვაჟა - ფშაველას ,, შვლის ნუკრის ნაამბობის" მაკეტები, სურათები,  ბავშვები აქტიურობდნენ, ტოლს არ უდებდნენ უფროსებს-აკრავდნენ გაზეთებს,  ანბანს "უშვებდნენ სამოგზაუროდ" და ყველას საზეიმო განწყობა ეტყობოდა.