вторник, 16 июня 2015 г.

იქნება ასე... 12 წელი - ბოლო ზარი


"აი, გავიდა ეს წელიწადიც
და ამჯერადაც დავრჩით უცვლელნი,
კვლავ იმას ვიცავთ, რასაც ვიცავდით,
კვლავ თავგზას გვიბნევს სუფთა ფურცელი.
ჩვენი ბრალია ეს ნაოჭები 
თქვენ რომ გასხედან მაგ ლამაზ შუბლზე.
ჩვენ ახლა თქვენს წინ ვდგავართ, ძვირფასნო, 
და სიყვარულით თქვენს თვალებს ვუმზერთ.
აწმყო, წარსული და მომავალი 
დამდგარა ჩვენი ფიქრების ზღურბლზე.
ძალიან მშვიდ და იდუმალ დილას, 
გაღვიძებია ატმის მკლავებზე.
თავში ტრიალებს ათასი კითხვა
და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
აქ გვირბენია, გვითამაშია, 
იქნება ასე... 12 წელი,
12 ... იქნებ ძლიერ ცოტაა, 
ან არის, იქნებ , ძალიან ბევრი..."

კიდევ ერთი გამოშვება... კიდევ ერთი დაფრთიანებული კლასი... კიდევ ერთხელ გამოთქმული მადლიერებისა და სიყვარულის სიტყვები... უსაყვარლესი და ულამაზესი ბავშვები... ოცნებები... სურვილები... იმედები... კიდევ ერთხელ  თვალშევლებული ბავშვობა და  სკოლის კედლებში გატარებული 12 ცრემლიან-სიხარულიანი   წლის გახსენება... ასეთი იყო ჩვენი სკოლის 2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულების ბოლო ზარი(პედაგოგი-რუსუდან გონაშვილი)
წარმატებებს გისურვებთ, ბავშვებო! გვეიმედებით, გვიყვარხართ და გვიხარიხართ!

















ოთხი ლამაზი გაზაფხული, ოთხჯერ კვირტების გაშლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები. 2015 წლის 9 ივნისი ( პედაგოგი-მერი კობრეშვილი)






დამშვიდობება პირველ მასწავლებელთან

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში 3 ივნისს ჩატარდა გამოსამშვიდობებელი საღამო: "ოთხი წელიც გაფრენილა" (კლასის ხელმძღვანელი ლია ხატიაშვილი) ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. ვუსვურებთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებით სწავლას მომავალში.








კონფერენცია : ინკლუზიური განათლება - პრობლემები და წარმატებები

საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ჩატარდა სარაიონთაშორისო კონფერენცია : ინკლუზიური განათლება - პრობლემები და წარმატებები. კონფრენციის ორგანიზატორი და წამყვანი იყო კახეთის რეგიონალური გუნდის წევრი თამარ ტუხაშვილი. კონფერენციას ესწრებოდნენ: ეკა დგებუაძე - ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი, თამარ ისაკაძე - მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინატორი, ჟანა კვაჭაძე - მასწავლებელის სახლის ტრენინგების კოორდინატორი ინკლუზიური განათლების მიმართულებით, კახეთის რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები და სკოლის სპეც. პედაგოგები.