понедельник, 23 марта 2015 г.

კონფერენცია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა საყურადღებოდ!
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა 2015 წლის აპრილში მართავს მასწავლებელთა ადგილობრივ კონფერენციას. კონფერენციის სახელწოდებაა: „პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება“  
კონფერენციის მიზანი: ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა თანამშრომლობის შედეგად მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება .
მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა.
კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:
·         არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
·         მშობელთა და საზოგადოების (თემის ) ჩართულობა;
·         ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;
 კონფერენციის სავარაუდო თემა შეიძლება იყოს :
·         ინტეგრირებული გაკვეთილი;
·         პროექტ-გაკვეთილი; კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
·         ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;
·         საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში;
·         ინოვაციური მეთოდები;
·         საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
·         არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
·         მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობა;
·         კლასის მართვა


კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!!!
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის ყველა დაინტერესებულ პედაგოგს. საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეფუძნებოდეს პედაგოგის მიერ 2014-2015 სასწავლო წელს სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობა/აქტივობებს. კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით მასწავლებელმა/მასწავლებელთა ჯგუფმა, უნდა შეარჩიოს კონფერენციის თემა და აღნიშნულ თემაზე მომზადებული მოხსენება, პრეზენტაცია და კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი (იხილეთ ბმული) წარადგინოს კონფერენციის კოორდინატორთან. დოკუმენტაციის მიღება დაიწყება  2015 წლის 1 აპრილს და გაგრძელდება 2015 წლის 15 აპრილის ჩათვლით

საკონფერენციო განაცხადის მიღება წარმოებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:



კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი

სახელი ..................................................
 გვარი ........................................................
 პირადი ნომერი .......................................
ელექტრონული მისამართი ..............................
ტელეფონის ნომერი .................................................
სკოლა ......................................................
საგანი ..........................................

განაცხადის დანართები:
1. მოხსენება
 2. პრეზენტაცია პრეზენტაციის ფორმა: ზეპირი მოხსენების თეზისები საპრეზენტაციო ფორმატში (Power Point), მოხსენების რეგლამენტი - 10 წუთი




пятница, 20 марта 2015 г.

ნორჩ ისტორიკოსთა კლუბი

ჩვენს სკოლაში გაიხსნა ნორჩ ისტორიკოსთა კლუბი. კლუბის გახსნის პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები სხვადასხვა ისტორიულ თემაზე. კლუბში გაერთიანებულები არიან მეხუთე - მეთორმეტე კლასის მოსწავლეები. კლუბის მუშაობას უძღვებიან ისტორიის პედაგოგები: ნანა ყაჭაშვილი და მარიკა პოპიაშვილი. წარმატებებს ვუსურვებთ ბავშვებს კლუბურ მუშაობაში!

                       

მილოცვა

 ხორნაბუჯის საჯარო სკოლის პედკოლექტივი, ადმინისტრაცია და მოსწავლეები  ქალბატონ ნელი აფციაურს ვულოცავთ დაბადების დღეს!  წარმატებებსა და სიხარულს ვუსურვებთ პირადსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!